თეორემა

ხიდაშელის ერთპიროვნული გადაწყვეტილება სამხედრო გაწვევაზე

თინა ხიდაშელმა ერთპიროვნული გადაწყვეტილება მიიღო და თავდაცვის სამინისტროს ხაზით, სამხედრო სავალდებულო გაწვევა გააუქმა. ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანებს საქართველოში აღარ მოუწევთ ამ ვალდებულების შესრულება - განსხვავებით თავდაცვის სამინისტროსგან, შინაგან საქმეთა დასასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროები მოქალაქეებს კვლავაც სავალდებულო წესით გაიწვევენ. ხიდაშელის „ერთპიროვნულ“ გადაწყვეტილებას არ იწონებენ არც კანცელარიაში დაარც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. მთავრობის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ გადაწყვეტილება შესაბამის დასტურს საჭიროებს და ის უშიშროების საბჭომაც უნდა განიხილოს. დღესვე გაირკვა, რომ თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილების შესახებ არაფერი იცოდა ქვეყნის მთავარსარდალმა. გიორგი მარგველაშვილის თქმით, მსგავსი გადაწყვეტილებებს ერთი თანამდებობის პირი არ უნდა იღებდეს.

კომენტარები