რუსთავი 2-ის საქმე

პრეზიდენტი R2-ზე: ბევრი პოლიტიკოსი დემოკრატიული სტანდარტების ზღვარს გადავიდა

რუსთავი 2-ის საქმეში ძალიან აქტიური იყო პოლიტიკური კლასი. ძალიან ბევრი პოლიტიკოსი თავის რიტორიკაში გადავიდა ზღვარს, მედიასთან ურთიერთობის დადგენილ დემოკრატიული სტანდარტების ზღვარს... მეც ხელისუფლების ნაწილი ვარ და არ ვებრძვი რუსთავი 2-ს, პირიქით, მიმაჩნია რომ დამოუკიდებელი მედიის შენარჩუნება მნიშვნელოვანია და იმასაც გიდასტურებთ, რომ ეს თემა არის უმთავრესი ჩვენs პარტნიორებთან დისკუსიის დროს. ფაქტია, რომ რუსთავი 2 არის პოლიტიკური ლანდშაფტის სერიოზული მოთამაშე, მედიალანდშაფტის სერიოზული მოთამაშე და მეტსაც გეტყვით, ფაქტია, რომ რუსთავი 2-ს ჩვენი მეგობარი ქვეყნების პოლიტიკოსებიც განიხილავენ ძალიან აქტიურად.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ტელეკომპანია კავკასიის ეთერში, რუსთავი 2-ის საქმეზე.

კომენტარები