ტურიზმი

გუდაურში ახალი სასტუმროების მშენებლობაზე კომპანია რედკო $150 მილიონს დახარჯავს

snow.ge

დეველოპერულმა კომპანია რედკომ დღეს გუდაურის განვითარების პროგრამის პრეზენტაცია გამართა. რედკო "ახალი გუდაურის" 50 ჰექტარის მიწის მონაკვეთზე $150 მილიონის ინვესტირებას და იქ რამდენიმე სასტუმროს აშენებას გეგმავს. სახელმწიფო სექტორი პროექტის ფარგლებში გუდაურში სათხილამურო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ვალდებულებას იღებს. 

რედკომ გუდაურში 50 ჰექტარი მიწის ნაკვეთი 2016 წლის 31 მაისს შეიძინა, ტერიტორიის განვითარების გენერალური გეგმა კანადურმა კომპმანია ეკოაინსმა შეიმუშავა. პროექტის პირველი ეტაპი მოიცავს 10 ჰექტარის განაშენიანებას, აქ აშენდება 26 ნაგებობა, რომლებშიც საერთო ჯამში 4200 საწოლი იქნება განთავსებული. კურორტზე აშენდება 3-4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროები. დაგეგმილია გასართობი ცენტრების, კაზინოს, სპა ცენტრის, სპორტული მოედნებისა და ყინულის მოედანის აშენება. ტერიტორიაზე გაიხსნება Sheraton-ის, Starwood-ისა, და Radisson Blu-ს სასტუმროები.

საჯარო სექტორი ვალდებულებას იღებს გუდაურის წყალსადენისა და წყალარიანების სისტემის რეაბილიტაციას, უახლოეს მომავალში კი კიდევ ერთი საბაგიროს მშენებლობა დაიწყება. საჯარო სექტორის დაფინანსებით გუდაურში უკვე მოეწყო 5000 მეტრიანი ველო ბილიკები. 

გუდაურში 2015 - 2016 წლის სეზონზე 201 ათასი ვიზიტორი დაფიქსირდა, რაც წინა წელთან შედარებით 17%-ით მეტია. 

კომენტარები