როგორც ჩემი, ისე არაერთი მინისტრის მხრიდან, მრავალ საერთაშორისო პლატფორმაზე გაჟღერებულა არაერთი მოწოდება და თხოვნა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიმართ, რომ მაქსიმალურად მეტი სადამკვირვებლო ორგანიზაცია ჩამოვიდეს საქართველოში და რაც შეიძლება ადრე, რათა მთელი ეს პროცესი იყოს გამჭვირვალე. ასევე დიდი მნიშვნელობა ექნება, როგორც მედიისთვის წვდომას ამ პროცესების გაშუქების კუთხით, ისე არასამთავრობო სექტორის ჩართულობას. მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველა სახელმწიფო მოხელეს პირველ რიგში, რომ მაქსიმალურად თავიდან ავიცილოთ ერთი კითხვის ნიშანიც კი მთელი ამ პროცესის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით. ეს არის ჩვენი მთავრობის ღირსების საკითხი, რომ ჩვენ შევძლოთ მართლაც დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება და სათანადოდ გაშუქდეს მთელი ეს პროცესი. ამიტომ გამჭვირვალობას ამ კუთხით ექნება განსაკუთრებული მნიშვნელობა.
tbl.ge/1s2u
დაკოპირდა
პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
ამავე თემაზე
- გოგიჩაიშვილი: კვირიკაშვილი და ძიძიგური დანაძლევდნენ, მოვიგებდი თუ არა არჩევნებს
- ზურაბიშვილი: პრეზიდენტი უნდა იყოს ხალხთან, მაგრამ მაინც ზევით უნდა იყოს
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სიის პირველი ათეული ცნობილია
- ამომრჩევლებს სიაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნა 3 ოქტომბრის ჩათვლით შეეძლებათ
- კობახიძე: ოპოზიციური პარტიების მიერ დეკლარირებული თანხები დახარჯულზე ნაკლებია