არჩევნები 2016

პრემიერმინისტრს არჩევნებში კენჭისყრის შემთხვევაში გადადგომა აღარ მოეთხოვება

ტაბულა

პრემიერმინისტრს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისას და დეპუტატობის კანდიდატად დარეგისტრირებისას თანამდებობიდან გადადგომა აღარ მოეთხოვება. საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები დღეს პარლამენტმა 79 ხმით ერთის წინააღმდეგ, მესამე მოსმენით დაამტკიცა.

მოქმედი კანონით, პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს მე-2 დღისა, პრემიერმინისტრი ვალდებული იყო დაკავებული თანამდებობა დაეტოვებინა.

ცნობილია, რომ პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ქართული ოცნების საარჩევნო სიის პირველი ნომერი იქნება.

კომენტარები