ვანო მერაბიშვილის მიერ შექმნილმა სადამსჯელო მანქანამ უზრუნველყო ის, რომ ათასობით ადამიანი ციხეებში სწორედ პოლიტიკური პატიმრის სტატუსით ისხდა. ჩვენ, საქართველოს პარლამენტმა, ერთად გამოვეცით ჰუმანური აქტი, ავიღეთ ეს პასუხისმგებლობა და მე ერთი წუთით არ ვნანობ ამას, რა თქმა უნდა, სწორი გავაკეთეთ. თუმცა, შესაძლებელია, ვიღაც ისეთები მოყვნენ [ე.წ. პოლიტპატიმრების სიაში], ვინც არ უნდა მოყოლოდნენ, რამდენიმე ამდაგვარი შეიძლება იყოს. მაგრამ ერთი წუთითაც არ მინანია იქიდან გამომდინარე, რომ ეს იყო ჰუმანური აქტი. ეს იყო სწორი... რაც შეეხება ვანო მერაბიშვილის პატიმრობას, თუ მას პოლიტპატიმარი ჰქვია, მაშინ მე ევროპარლამენტის პრეზიდენტი ვარ. გჯერათ? ყველაფერს თავის სახელს თუ არ დავარქმევთ და სიმართლეს არ ჩავხედავთ თვალებში, გაგვიჭირდება მომავლის აშენება.
ვანო მერაბიშვილის საქმე
დოლიძე: თუ მერაბიშვილი პოლიტპატიმარია, მაშინ მე ევროპარლამენტის პრეზიდენტი ვარ
tbl.ge/1rwl
დაკოპირდა

თავისუფალი დემოკრატი ვიქტორ დოლიძე ტაბულას კითხვაზე - რატომ არ მიიჩნევთ ყოფილ პრემიერმინისტრ ვანო მერაბიშვილს პოლიტიკურ პატიმრად მაშინ, როცა 2012 წელს მხარი დაუჭირეთ შკრილნიკოვის, ჩახალიანის და სხვების პოლიტპატიმრებად აღიარებას.
ამავე თემაზე
- ვინ არის ხელისუფლების დაქირავებული დამოუკიდებელი ექსპერტი მერაბიშვილის საქმეში
- ხვიჩია: რადგან ვიღაცას არ მოსწონს, მერაბიშვილს რატომ უნდა ავუკრძალოთ შეხვედრაზე მოსვლა?
- შავგულიძე: არ ვიქნებით კოალიციაში, საარჩევნო ბლოკში, რომლის წევრიც იქნება მერაბიშვილი
- თალაკვაძე: არ გამოვრიცხავ, რომ ხვალ თქვან, დამხობა რასელის ცნობილი ნახატიაო
- მერაბიშვილი: იმდენი საქმეა, მერწმუნეთ, ჩემთვის გასაკეთებელი საქმე ყოველთვის მოიძებნება