ე.წ კანონიერი ქურდი

ენმ: უკრაინამ კანონიერი ქურდის, ე.წ დათო სვანის თბილისში დეპორტაცია მოახდინა

Givi Targamadze/Fb.com

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის გივი თარგამაძის ინფორმაციით, უკრაინამ ე.წ კანონიერი ქურდის დავით გერლიანის ("დათო სვანი") საქართველოში დეპორტაცია მოახდინა. თარგამაძის ცნობით, გერლიანი გუშინ საღამოს, 19:00-ზე, ოდესა-თბილისის რეისით გამოუშვეს. მისივე ინფორმაციით, უკრაინაში გერლიანს აღმოუჩინეს დედის გვარზე (ჩაჩიბაია) გაცემული პასპორტი. საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი აღნიშნავს, რომ ე.წ დათო სვანი კანონიერ ქურდად 2014 წელს, თურქეთში აკურთხეს. თარგამაძემ დეპორტაციის პროცესის ამსახველი ვიდეოც გამოაქვეყნა. 

"ველი შსს-ს მოქმედებებს ან მორიგ ოპუსს თვითმფრინავიდან ადამიანის გაუჩინარების შესახებ" - წერს თარგამაძე Facebook-ში.

ტაბულა დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, სადაც ინფორმაციის გადამოწმებას დაგვპირდნენ. მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

კომენტარები