პოლონეთ-რუსეთის ურთიერთობა

პოლონეთის თავდაცვის მინისტრი: რუსეთი მსოფლიო უსაფრთხოების საფრთხეა

Foto: Piotr Kowalczyk

პოლონეთის თავდაცვის მინისტრის ანტონი მაცერევიჩის განცხადებით, რუსეთი ამჟამად მსოფლიო უსაფრთხოებისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს.

"ბოლო ათწლეულების განმავლობაში არცერთ ქვეყანას არ დაურღვევია მსოფლიო წესრიგი ისე, როგორც რუსეთს, რომელიც ჯერ საქართველოს დაესხა თავს, შემდეგ კი უკრაინას. მათ მოახდინეს დამოუკიდებელი სახელმწიფოების ტერიტორიის ოკუპირება და ღიად განაცხადეს, რომ მათთვის ამ სახელმწიფოების დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი მიუღებელია", - აღნიშნა მაცერევიჩმა ადგილობრივ მედიასთან საუბარში.

გუშინ, ბრიუსელში გამართულ NATO-ს მინისტერიალზე მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი პოლონეთში საკუთარი ძალების რაოდენობას გაზრდის.

კომენტარები