ვანო მერაბიშვილის საქმე

კვაჭანტირაძე: ლუცენკომ საკუთარ საქმეებს მიხედოს, არასერიოზული პოლიტიკოსია

ლუცენკო არის ერთ-ერთი ყველაზე არასერიოზული პოლიტიკოსი ჩემი თვალსაზრისით. მის განცხადებას აქვს ნულის ტოლი ფასი პირადად ჩემთვის და ჩვენი პოლიტიკური ძალისთვის. აბსოლუტურად იყო მიუღებელი და სწორედ ამიტომ ვაძლევ ასეთ შეფასებას მის ამ გამოხტომას. ეს არ იყო მეგობრული ნაბიჯი, ეს არ არის არც მისი კომპეტენცია და მე მას ვურჩევდი საკუთარ საქმეებს მიხედოს.

უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე ვანო მერაბიშვილის საქმესა და ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ უკრაინის შს ყოფილი მინისტრის იური ლუცენკოს განცხადებებზე.

კომენტარები