ავიაცია

სექტემბრიდან პეკინსა და თბილისს შორის საჰაერო მიმოსვლა დაიწყება

ჩინეთის ავიახაზების Airbus A380
wikimedia.org

სექტემბრიდან თბილისსა და პეკინს შორის საჰაერო მიმოსვლა დაიწყება, რეისებს აზიის უმსხვილესი ავიაკომპანია China Eastern Airlines შეასრულებს. რეისების დაწესების შეთანხმება ჩინეთში საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა.

ჩინეთ-საქართველოს საავიაციო ხელმძღვანელობას შორის გაფართოებულ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ China Southern Airlines ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ახალი დანიშნულების პუნქტს დაამატებს. 2016 წლის 22 სექტემბრიდან China Southern Airlines პეკინი-ურუმჩი- თბილისის მიმართულებით რეგულარულად იფრენს.

ვიზიტისას ჩინურმა მხარემ პოზიტიურად შეაფასა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორიო ორგანიზაციის (ICAO) მიერ საქართველოში ჩატარებული საავიაციო უსაფრთხოებისა და უშიშროების აუდიტების მიერ გამოვლენილი შედეგები, რაც ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი იქნება გაზრდილი საჰაერო მიმოსვლის უზრუნველყოფის კუთხით. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წარმომადგენლებმა ავიაგადამზიდველებს მიაწოდეს ინფორმაცია საქართველოს საავიაციო ბაზრის განვითარების ტენდენციების, ასევე ქვეყანაში მოქმედი ლიბერალური საავიაციო საკანონმდებლო ბაზის შესახებ, რაც საქართველოს მიმართულებით ფრენების დაწყების შესაძლებლობას ამარტივებს.

China Eastern Airlines 515 თვითმფრინავს ფლობს და რეისებს 190 მიმართულებით ასრულებს.

კომენტარები