მერაბიშვილის საქმე

კახიძე: ლუცენკოს საქმეში იანუკოვიჩმა იგივე გააკეთა, რაც მერაბიშვილზე მოხდა

მე-18 მუხლის საქმეები ყველა ძალიან ცნობილია, იმიტომ რომ ეს არის ძალიან ცოტა. მომავალში მერაბიშვილის საქმეც სახელმძღვანელო გახდება ამ სტანდარტის თვალსაზრისით მათ შორის ქართველ პოლიტპატიმრებზეც, რომლებიც დღეს ციხეში სხედან. მინდა ხაზი გავუსვა, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა იმ საქმეებს, რომლებიც იყო უკრაინული საქმეები. კერძოდ, ლუცენკოს საქმე, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, ისევე როგორც მერაბიშვილი წარსულში. ლუცენკოს საქმეში იანუკოვიჩმა პრაქტიკულად იგივე გააკეთა, რაც მერაბიშვილის საქმეში გააკეთა ივანიშვილის პროკურატურამ. სასამართლომ დაადგინა, რომ ლუცენკოს პატიმრობა ემსახურებოდა არა კონვენციით გათვალისწინებულ მიზნებს, არამედ ლუცენკოს გაჩუმებას, რაც არალეგიტიმური მიზანია. კონვენციაში არსად პოლიტიკური მიზანი არ წერია, არც ლუცენკოს, არც ტიმოშენკოს, არც მამედოვის, არც ჯაფაროვის საქმეებში არ არის მითითებული, რომ ისინი პოლიტიკური პატიმრები არიან. უბრალოდ მითითებულია სწორედ იმ ფარულ განზრახვაზე და სხვადასხვა შემთხვევაში ეს ფარული განზრახვა სხვადასხვაა

დეპუტატობის კანდიდატი ოთარ კახიძე რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში მერაბიშვილის საქმეზე

კომენტარები