მერაბიშვილის საქმე

ბოხაშვილი: ყველა, ვინც მე-18 მუხლი მოიგო, ადრე თუ გვიან გაათავისუფლეს

მას შემდეგ, რაც ევროპული სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას და ეს გადაწყვეტილება გახდება საბოლოო, იგი აღსასრულებლად გადაეცემა ევროპის საბჭოს უმთავრეს ორგანოს, როგორიც არის მინისტრთა კომიტეტი. შემდგომში, გადაწყვეტილების ხასიათიდან გამომდინარე, მინისტრთა კომიტეტი აძლევს სახელმწიფოს ე.წ. ინდივიდუალური ან ზოგადი ღონისძიებების შესრულების ვალდებულებას. ინდივიდუალური ღონისძიება შეიძლება იყოს სამართალწარმოების ხელახლა გამართვა, შეიძლება იყოს კონკრეტული მითითება და ა.შ. ზოგადი ღონისძიება გულისხმობს გარკვეული სისტემური პრობლემის მოგვარებას, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს ხარვეზებით კანონში, ისევე, როგორც პრაქტიკით. ამ გადაწყვეტილებას, თუკი საბოლოო გახდება იმ კონკრეტული ფორმით, რა ფორმითაც დღეს გვაქვს, იგი შემდგომში აღსასრულებლად გადაეცემა მინისტრთა კომიტეტს. ყველა იმ საქმეში, სადაც სასამართლომ დაადგინა მე-18 მუხლის დარღვევა, კონკრეტული განმცხადებლები, ვადას არ აქვს მნიშვნელობა, ადრე თუ გვიან, ისინი იქნენ გათავისუფლებულები კონკრეტული ხელისუფლების მიერ პატიმრობიდან. მაგ: ლუცენკო, ტიმოშენკო, ჯაფაროვი, მამედოვი. იმ ადამიანებმაც, რომლებმაც ვერ მოიგეს კონკრეტულად მე-18 მუხლი - ბატონი ხუდორკოვსკი - ისიც გათავისუფლებული იქნა გარკვეული ხნის შემდეგ. ასევე გვახსოვს ასანიძის საქმე, როდესაც სტრასბურგის სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება და რამდენიმე საათში იქნა გათავისუფლებული. დაველოდოთ ხელისუფლების ადეკვატურ რეაქციებს აღნიშნულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით

იურისტი ბესარიონ ბოხაშვილი რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში მერაბიშვილის საქმეზე

კომენტარები