მერაბიშვილის საქმე

კახიძე: ხელისუფლებას მერაბიშვილთან მიმართებით პოლიტიკური მიზანი ჰქონდა

ჩვენ მოვიგეთ საქმე, რომელიც არის უნიკალური პრეცედენტი საქართველოსთვის. 60 წლის განმავლობაში მხოლოდ 6 საქმე იყო ასეთი, 18 მუხლის დარღვევას ვგულისხმობ. ვანო მერაბიშვილის საქმე არის მეშვიდე. ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება პროფესიული თვალსაზრისით. როდესაც ადგილი აქვს უსამართლობას, როდესაც ადგილი აქვს პოლიტიკურ დევნას, ჩვენ ვალდებულები ვართ, გამოვიყენოთ ყველა სამართლებრივი საშუალება, რათა ეს დავასრულოთ. რაც შეეხება გადაწყვეტილებას, 18 მუხლი გულისხმობს იმას, რომ არ შეიძლება ადამიანის დაკავება და დაპატიმრება მეხუთე მუხლთან მიმართებაში იმ მიზნით, რაც არ არის გაწერილი ჩვენს კონვენციაში. ჩვენს შემთხვევაში ეს მიზანი იყო ვანო მერაბიშვილზე ზეწოლის განხორციელება. მერაბიშვილი თუ პროკურატურას ინფორმაციას მიაწვდიდა, მაშინ მის წინააღმდეგ ყველა საქმეს დახურავდნენ და მას მისცემდნენ საშუალებას, საზღვარგარეთ წასულიყო. რაც მიანიშნებს, რომ მის მიმართ მართლმსაჯულების განხორციელება არ ყოფილა ხელისუფლების მიზანი. ხელისუფლებას ჰქონდა პოლიტიკური მიზანი, შესაბამისად, ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და დაპატიმრება. შესაბამისად, ვანო მერაბიშვილი არის პოლიტიკური პატიმარი და ეს არის მარტივი ლოგიკური ჯაჭვი, რომელიც იკითხება გადაწყვეტილებაში

დეპუტატობის კანდიდატი ოთარ კახიძე რუსთავი 2-ის საქმეზე, გადაცემა არჩევანში ვანო მერაბიშვილის საქმეზე

კომენტარები