ქართველი ხალხი იმსახურებს ვიზალიბერალიზაციას. მე მხარს ვუჭერ ამ პროცესს. მაგრამ უვიზო მიმოსვლის თანაბრად ისინი იმსახურებენ ევროპული სტანდარტების სახელმწიფოს. რაც გულისხმობს, რომ ქვეყანამ უარი თქვას შერჩევით სამართალზე, პოლიტიკურ პატიმრებზე, რომ ქვეყანაში არსებობდეს თავისუფალი სასამართლო და თავისუფალი მედია, რაღა თქმა უნდა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს მედიაზე ზეწოლა, განსაკუთრებით რუსთავი 2-ზე. ასევე უნდა შეწყდეს ზეწოლა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებზე. მიუღებელია შერჩევითი სამართალი ყოფილი მთავრობის წევრების წინააღმდეგ, რომლებიც დღემდე საპყრობილეებში რჩებიან. ამის მიუხედავად ევროკავშირმა არ უნდა გადადოს ვიზალიბერალიზაციის მინიჭებაზე გადაწყვეტილების მიღება. უნდა შემოიღოს უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი და აამოქმედოს, თუ საქართველოს მთავრობა დემოკრატიულ სტანდარტებს ვერ დააკმაყოფილებს
tbl.ge/1res
დაკოპირდა

ევროპარლამენტარი, ევროპის სახალხო პარტიის წევრი სანდრა კალნიეტე ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე
ამავე თემაზე
- სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცესი დაიწყო
- წილოსანი უვიზოზე: 31 აგვისტო წინასაარჩევნოდ ტემპერატურის ასადუღებლად ხომ არ დათქვეს?
- წულუკიანი: დასჯის მცდელობაა, უვიზოს შეჩერება წარმოუდგენელი და შეუძლებელია
- კალაძე უვიზოზე: არ მოტყუვდეთ, პროცესის დაწყებასაც კი EU-ს 27 წევრის თანხმობა სჭირდება
- ქუთაისის აეროპორტში ფრანგი, პარიზში - ქართული საიმიგრაციოს წარმომადგენლებიც იქნებიან




