ვითარება საავტომობილო გზებზე

მლეთა-სეთურების მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-სეთურების მონაკვეთზე 13 ივნისის დილის 08:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე იკრძალება მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ამის მიზეზად უწყება დაზიანებული ასფალტ-ბეტონის საფარის შეკეთების სამუშაოებს ასახელებს.

გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

კომენტარები