ვიზალიბერალიზაცია

კალაძე: სასამართლო პროცესს ვერანაირი გავლენა ვერ ექნება ვიზალიბერალიზაციაზე

facebook.com/kakhakaladzeofficial

ვიცეპრემიერი კახა კალაძე ამბობს, რომ რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესს ვიზალიბერალიზაციის პროცესზე გავლენა ვერ შეიძლება ჰქონდეს. კალაძე გამორიცხავს ქვეყნის შიდა პოლიტიკური პროცესებსა და ვიზალიბერალიზაციასთან არსებულ ყველა შესაძლო კავშირს. ვიცეპრემიერმა იმედის გადაცემა პოლიტიკაში ასევე განაცხადა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ვიზალიბერალიზაციის მინიჭების პროცესის შეფერხებას ცდილობენ.

"რაც შეეხება სასამართლო პროცესს ვერანაირი გავლენა ვერ შეიძლება ჰქონდეს ვიზალიბერალიზაციასთან. ჩვენ საქართველომ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ მოქალაქეებს ჰქონოდათ უვიზოდ ევროპაში მოგზაურობის საშუალება, უამრავი რეფორმა გავატარეთ. სამწუხაროდ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ შეაფერხონ ვიზალიბერალიზაცია. ცდილობენ რომ შეაფეხრონ მისი მიცემის პროცესი. რა თქმა უნდა საგარეო პრობლემებიც არის, ისე არ მინდა გამომივიდეს, როგორც ჩვენი ოპონენტები ამბობენ, როდესაც უნდათ ჩვენი ქვეყნის ვიზალიბერალიზაცია მიაბან შიდა პოლიტიკურ პროცესებს," - ამბობს კალაძე.

კომენტარები