არჩევნები 2016

კალაძე: ალბათ, არჩევნებამდე 50 დღით ადრე ენერგეტიკის მინისტრის პოსტს დავტოვებ

კახა კალაძე გარდაბნის ქვესადგურის გახსნაზე
facebook.com/kakhakaladzeofficial

ვიცეპრემიერი კახა კალაძე ამბობს, რომ ის ქართული ოცნების საარჩევნო სიის ათეულში მაღალი ალბათობით იქნება, რის გამოც მას ენერგეტიკის მინისტრის პოსტის დატოვება მოუწევს. ქართული ოცნების საარჩევნო სიის შესახებ კალაძემ იმედთან ისაუბრა. 

"ნუ ალბათ ვიქნები ოცნების სიის ათეულში, ალბათ კი. ალბათ 50 დღეა თუ არ ვცდები, როდესაც ბოლო ვადა არის საარჩევნო სიის წარდგენის, ასევე მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის და შესაბამისად თუ ეს გადაწყვეტულება იქნება საბოლოოდ მიღებული მომიწევს ენერგეტიკის მინისტრის პოსტის დატოვება," - ამბობს კალაძე.

კახა კალაძე ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის უფროსია, მისი თქმით, პარტიის საარჩევნო სიის პრეზენტაცია სავარაუდოდ ივლისში გაიმართება.

კომენტარები