რუსთავი 2-ის საქმე

რუსთავი 2-ის პერიმეტრს მერვე თვეა არხის გარშემო დამონტაჟებული 13 კამერა იღებს

CCTV VIDEO

მას შემდეგ, რაც თამაზ ურთმელიძემ რუსთავი 2-ის 100% ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა სახელმწიფო სამსახურებმა რუსთავი 2-ის გარშემო 13 ვიდეოკამერა განათავსეს. სამართალდამცავები კამერების მონტაჟის დროს აცხადებდნენ, რომ ვიდეომონიტორინგი არხის უსაფრთხოების დასაცავად იყო განკუთვნილი. კამერები მუდმივ რეჟიმში ტელეკომპანიაში შესული ყველა ვიზიტორს იწერენ.

ვიდეოთვალთვალი ხორციელდება ტელეკომპანიის გარშემო თითქმის სრულ პერიმერტზე - სანდრო ეულის, მინდელისა და პოლიტკოვსკაიას ქუჩების მხრიდან. 

დღესვე ცნობილი გახდა, რომ ნიშნულების გარეშე დამონტაჟებული სათვალთვალო აპარატურის კანონიერების შესწავლა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა დაიწყო.

გამოძიების შესახებ საზოგადოებამ არაფერი იცის. არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, საგამოძიებო უწყება ვალდებულია დაასაბუთოს რატომ სჭირდება დღემდე რუსთავი 2-ის ვიდეო კონტროლი.

კომენტარები