ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ენმ-მ თელავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად გიორგი ბოტკოველი წარადგინა

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ თელავის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ბოტკოველი თელავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარადგინა.

"ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და ვეტყვით არა-ს ივანიშვილის ხელისუფლებას, რომელმაც საქართველო უძრაობაში შეიყვანა", - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ ბიტკოველის წარდგენის დროს.

კომენტარები