ვიზალიბერალიზაცია

პრეზიდენტი: მთავარი მიზანია, რომ ვიზალიბერალიზაცია არჩევნებამდე მივიღოთ

არც ერთ ევროპულ დედაქალაქში, არც ერთ ევროპულ სტრუქტურაში არ არსებობს კითხვის ნიშანი იმასთან დაკავშირებით, შეასრულა თუ არა საქართველომ ყველა მოთხოვნა ზედმიწევნით. ევროპული პოლიტიკა არის რთული და კომპლექსური პროცესი და ამ პროცესს კიდევ სჭირდება დრო, სანამ ეს გადაწყვეტილება ბოლომდე იქნება მიღებული. ჩვენ ძალისხმევას არ მოვაკლებთ ამ პროცესს, რომ ეს პროცესი დაჩქარდეს, მიგვაჩნია, რომ უნდა მოხდეს უახლოეს პერიოდში, ვგულისხმობ ზაფხულში, სასურველია, მთავარი მიზანია, რომ ეს მოხდეს არჩევნებამდე

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ვიზალიბერალიზაციაზე

კომენტარები