
ფოტო: რუსთავი 2
რუსთავი 2-ის იურისტი თამთა მურადაშვილი ამბობს, რომ კანონის თანახმად, ყაველაშვილს არ აქვს უფლება, იყოს იმ კოლეგიის შემადგენლობაში, რომელიც სამოქალაქო დავას იხილავს. მისი განმარტებით, ამ დოკუმენტების მიხედვით, საქმე განიხილა არაუფლებამოსილმა კოლეგიამ, რაც კანონდარღვევაა. მურადაშვილი აღნიშნავს, რომ ამ კოლეგიის მიღებული გადაწყვეტილება ჩაითვლება უკანონოდ.

ფოტო: რუსთავი 2
აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლო რუსთავი ორის საქმეზე გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს.




