რადიო თავისუფლების კორესპონდენტის რიკარდ იოზვიაკის ცნობით, ევროკავშირში საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხზე ვერც დღეს შეთანხმდნენ.
მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას, გერმანია, იტალია და საფრანგეთი არ ეთანხმებიან.
ვიზების ლიბერალიზაციის განხილვა გაგრძელდება 10 ივნისს, ლუქსემბურგში, ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე.





