ვიზალიბერალიზაცია

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი: საქართველო უვიზო რეჟიმისთვის მზადაა

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრების ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაციისთვის აუცილებელი ყველა პირობა შეასრულა და ევროკავშირთან უვიზო რეჟიმს იმსახურებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაცია რაც შეიძლება მალე უნდა მიიღოს. ამასთან, მათი თქმით, საქართველოს საკითხი არ უნდა განიხილებოდეს თურქეთის, უკრაინისა და კოსოვოს საკითხებთან ერთად.

განცხადებაში ისიც აღნიშნულია, რომ აუცილებელია, საქართველომ მოახერხოს 8 ოქტომბერს დანიშნული საპარლამენტო არჩევნების ზეწოლისა და ძალადობის გარეშე ჩატარება. კომიტეტის წევრები ქართულ პარტიებს "აგრესიაზე უარის თქმის აქტზე" ხელმოწერას სთავაზობენ.

განცხადება პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნდა.

კომენტარები