ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენცია

ივანიშვილი: ნდობის შემცირების პროცესი იყო ამ სამი წლის განმავლობაში

კვლევები, ეს შიდა კვლევებია და თქვენთვის საინტერესო არაა. შეიძლება, არც ღირდეს მისი აფიშირება. ჩვენ ვახერხებთ იმას, რომ ჩვენ ვიცოდეთ, რა ხდება დაახლოებით, მე პირადად და გუნდის ნაწილიც ახერხებენ ამას და როგორც ახერხებენ, ვთქვათ, ეს მექანიზმი არ არის საინტერესო თქვენთვის. თუ არ არის სარწმუნო, მე არ ვცდილობ, რომ რაღაცაში დაგარწმუნოთ, რომ რაღაც საოცარი კვლევები გვაქვს და რაღაც საოცარი შედეგები დაგიდოთ, მე არ ვცდილობ ამას. რაც შეეხება ჩემთან დამოკიდებულებას, საზოგადოების ნდობა რამდენად ისეა, როგორც მე მგონია, მეტია თუ ნაკლებია და შეიძლება, იყოს თუ არა შემცირებული? რა თქმა უნდა, შემცირების პროცესი აუცილებლად იყო ამ სამი წლის განმავლობაში. აგიტაციურმა მანქანამ, აგიტაციური, სააგიტაციო... ეს არ არის თავისუფალი მედია და ეს არ არის ოპოზიციურად განწყობილი მედია, რასაც იბრალებენ. ეს არის ოპოზიციის საკუთრებაში მყოფი მედიასაშუალებები, რომლებიც აგიტაციას ეწევიან და აგიტაციას ეწევიან ჩემი პერსონის მიმართაც. რაღაც ეტაპზე და რაღაც დროს და ამას მე ვგრძნობდი იგივე კვლევებით, რომ მერყეობდა დამოკიდებულება. მე პირადად ჩემზე არ ვატარებდი კვლევებს, მაგრამ გუნდთან, რომელიც მე დავტოვე, მათთან დამოკიდებულება, ეს ჩემზეც გადმოდის. შეიძლება, ინტერპროპორციულად არა, მაგრამ ჩემზეც აისახება და მიმანიშნებელია. ეს კითხვა შეიძლება, ყოველთვის არსებობდეს და მე უკვე გავიმეორე, გავიმეორებ, ვთქვი, რომ შეიძლება, მეშლებოდეს. მაგრამ მე ერთში გარწმუნებ და ვარწმუნებ საზოგადოებასაც, თუ შევხედავ, რომ ეს ნდობა არ არის, მე ვალდებულების გრძნობა მომეხსნება და გარწმუნებთ, მხოლოდ ამით ვმოძრაობ და ვმოქმედებ. მიუხედავად ბევრი მტკიცებულებებისა, ისევე, როგორც ვთქვათ, ამ აგიტაციური მედიის, რომ მე რაღაც აქ ვმდიდრდები და რაღაცას ვაკეთებ, მხოლოდ იმისთვის, რომ დავეხმარო. არაფერი მე აქ სხვა არ გამაჩნია. თუ საზოგადოება ჩათვლის, რომ ისეა, როგორც აგიტაციური ტელევიზიები აჩვენებენ ან სხვა მიზეზით მე აღარ ვარ საინტერესო, გარწმუნებთ, რომ ეს იქნება ჩემთვის დიდი ტვირთის მოხსნა. გარწმუნებთ, რომ როგორც კი ამას ვიგრძნობ, რომ ეს ესე არ არის, არცერთ შემთხვევაში თავს არ შევაწყენ საზოგადოებას და არც თქვენ, მათ რიცხვში. სიამოვნებით წავალ და საპენსიო ასაკიც ახლოსა მაქვს და სიამოვნებით, მე მაქვს უამრავი ჰობი ჩემი და კარგად ვიცხოვრებ და კარგად ვიქნები.

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი ტაბულას კითხვაზე - "თქვენ ხშირად საუბრობდით, რომ გაქვთ საზოგადოების ჭარბი ნდობა. ასევე, ისაუბრეთ თქვენს წერილშიც დღეს მიმდინარე რეალობაზე, აწმყოზე, წარსულზე, მომავალზე. ახსენეთ, ასევე, რომ კვლევებს აკეთებთ და იცით, რაც არის რეალობა. მე მაინტერესებს, საიდან იცით ეს რეალობა ანუ კონკრეტულად რა კვლევებზე არის საუბარი, რას ეყრდნობით, სად ატარებთ კვლევას, ვინ ატარებს, რა კვლევაა, ეს რომ დაგვიზუსტოთ და გამორიცხავთ, რომ საზოგადოების ეს „ჭარბი ნდობა", როგორც თქვენ უწოდებთ, შემცირებული იყოს"?

კომენტარები