რუსთავი 2-ის საქმე

სასამართლომ დიმიტრი ძაგნიძე და ზაზა ბიბილაშვილი 500-500 ლარით დააჯარიმა

სააპელაციო სასამართლო
სააპელაციო სასამართლო

სააპელაციო სასამართლოში რუსთავი 2-ის პროცესი მიმდინარეობს. სასამართლო კოლეგიამ TV საქართველოს ადვოკატები დიმიტრი ძაგნიძე და ზაზა ბიბილაშვილი შეპასუხებისთვის 500-500 ლარით დააჯარიმა.

"რაც აქ ხდება, არის კრიმინალი და ჩვენ აქ ჩუმად არ ვიჯდებით, სანამ ეს კრიმინალი მიმდინარეობს", - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

აქვე შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია რუსთავი2-ის სასამართლოს პროცესზე, სამაუწყებლო კომპანიის ადვოკატები თამთა მურადაშვილი და დიმიტრი საძაგლიშვილი სხდომაზე არ დაუშვეს. არ დაკმაყოფილდა მოთხოვნა სხდომაზე რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის დაშვებასთან დაკავშირებითაც.

რუსთავი 2-ის სასამართლო სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

კომენტარები