აუდიტის სამსახური

აუდიტი: 2015 წელს მთავრობის დანამატები და პრემიები 14 მილიონით გაიზარდა

2015 წლის მანძილზე საქართველოს მთავრობის დანამატები და პრემიები 14 მილიონით გაიზარდა, ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის ანგარიშშია ნათქვამი. ჯამში ზრდა 5%-ს შეადგენს. აქედან პრემიების ბიუჯეტი მნიშვნელოვნად არის შემცირებული, სახელფასო დანამატების მოცულობა კი თითქმის ორჯერაა გაზრდილი. დანამატების ზრდა ფინანსთა მინისტრის ბრძანებამ გამოიწვია, რის შედეგადაც საჯარო უწყებებში პრემიების გაცემაზე ახალი რეგულაციები დაწესდა, ამიტომაც სხვადასხვა სამინისტროსა თუ საჯარო დაწესებულებაში პრემიები დანამატებმა ჩაანაცვლა.

ამ კვლევას მთავრობის ეკონომიკურ გუნდში გამოეხმაურნენ, ქვეყნის ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ დანამატები და ხელფასები მართლაც გაზრდილია, თუმცა ეს ზრდა არა ბიუროკრატიულ აპარატს, არამედ ძირითადად შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში დასაქმებულებს ეხებათ. ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი კი ამბობს, რომ მის უწყებაში სახელფასო ფონდი წლებია არ გაზრდილა. თბილისის მერიაში ბიუროკრატიული ხარჯების კლებაზე საუბროს დავით ნარმანია, თუმცა აუდიტის ანგარიშში პირიქით, ბიუროკრატიის ზრდაზეა საუბარი.

დანამატების ზრდასთან ერთად, გასულ წელს 23%-ით გაიზარდა ბიუროკრატიული აპარატის ზომაც და მან 275 ათასი კაცი შეადგინა.

კომენტარები