უბედური შემთხვევა

თურქეთში საგზაო ინციდენტს 14 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 6 ბავშვი

Al Arabiya

თურქეთის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ ოსმანიესთან, საექსკურსიო ავტობუსი გზიდან გადავიდა და წყალში ჩავარდა.

შემთხვევის შედეგად დაიღუპა 14 ადამიანი, მათ შორის ექვსი ბავშვი, 26 კი დაშავდა. დაღუპულთა შორისაა ავტობუსის მძღოლიც.

გავრცელებული ცნობებით, ავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მართვის კონტროლი დაკარგა. უბედური შემთხვევის ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

კომენტარები