ვიზალიბერალიზაცია

საირუშ ვოლსკი ვიზალიბერალიზაციაზე: პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ

ქართველი ხალხი იმსახურებს უვიზო რეჟიმს, თუმცა საქართველოს მთავრობა ჯერ კიდევ არღვევს ევროპულ სტანდარტებს. ადგილი აქვს პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დაკავებას. მაგალითად, როგორიც არის ყოფილი პრემიერმინისტრი, ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ასევე თბილისის ყოფილი მერი. ასევე, ადგილი აქვს დამოუკიდებელი ტელევიზიის, რუსთავი 2-ის შევიწროებას. ასე რომ, სანამ უვიზო რეჟიმი ამოქმედდება და სანამ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, საქართველომ ეს სტანდარტები უნდა გააუმჯობესოს. მხოლოდ ამის შემდეგ დაიმსახურებს საქართველო უვიზო რეჟიმს. ამისთვის კი უნდა გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები. ამასვე ვითხოვდით უკრაინისგან, როდესაც ვითხოვდით იულია ტიმოშენკოს გათავისუფლებას. ჩვენ ვითხოვთ მერაბიშვილისა და უგულავას გათავისუფლებას. ასევე რუსთავი 2-თან დაკავშირებით სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას.

ევროპის სახალხო პარტიის (EPP) წარმომადგენელი იაცეკ საირუშ ვოლსკი საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების შესახებ. ტელეკომპანია იმედის თარგმანი.

კომენტარები