რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი

გაერო: უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში კონფლიქტის დაწყებიდან 9371 ადამიანი დაიღუპა

გაეროს ახალ ანგარიშში ნათქვამია, რომ უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში რუსეთთან კონფლიქტის შედეგად ჯამში 9371 ადამიანი დაიღუპა. როგორც ანგარიშში წერია, მხარეები მუდმივად არღვევენ ადამიანის უფლებებს, მათ შორის, იყენებენ წამების მეთოდებს.

„ძალადობრივი გატაცებები, უკანონო დაკავებები, წამება და არაადამიანური მოპყრობა კვლავ რჩება გავრცელებულ პრაქტიკად როგორც სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე, ასევე, მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე", - აღნიშნულია ანგარიშში.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების ტერიტორიაზე, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება მნიშვნელოვნად შეზღუდულია.

კომენტარები