EgyptAir

ხმელთაშუა ზღვაში Egyptair-ის თვითმფრინავის შავი ყუთის სიგნალი მიიღეს

AP

ხმელთაშუა ზღვაში ავიაკომპანია Egyptair-ის თვითმფრინავის შავი ყუთის სიგნალი დააფიქსირეს.

ეგვიპტელი გამომძიებლების ცნობით, ავიაკატასტროფის ზონიდან სიგნალი სამძებრო ოპერაციაში ჩართულმა ფრანგულმა გემმა მიიღო.

თვითმფრინავში, რომელმაც კატასტროფა 19 მაისს განიცადა, 66 ადამიანი იმყოფებოდა. მათ შორის, 56 მგზავრი, ეკიპაჟის 7 წევრი და დაცვის 3 თანამშრომელი. კატასტროფის მიზეზების დასადგენად გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს.

კომენტარები