პრეზიდენტი: ვენეციის კომისიის რეკომენდაციები გათვალისწინებულია ვეტოში

ახლა ჩვენი მხრიდან მზადდება ამ საკითხზე უფრო დეტალური ანგარიში. ჟურნალისტებს მოგეცემათ შესაძლებლობა, ნახოთ, რომ სიტყვასიტყვით, ის რაც წერია ვენეციის კომისიის რეკომენდაციებში, გათვალისწინებულია ჩვენს ვეტოში. ხშირად ხდება ხოლმე, რომ ერევათ თავისი მოსაზრებები ვენეციის კომისიის მოსაზრებებში. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ყველას მოსაზრება მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ საპარლამენტო უმრავლესობასთან მოლაპარაკებებში ამოსავალი წერტილი იყო ვენეციის კომისიის დოკუმენტი. ეს იყო ის დოკუმენტი, რომლის ირგვლივაც ჩვენ ვსაუბრობდით. გასაგებია, რომ ზოგ შემთხვევებში შესაძლოა სურვილები რომელიღაცა ექსპერტის და ვენეციის კომისიის ერთმანეთს არ ემთხვეოდეს, მაგრამ ჩვენთვის ამოსავალი იყო ვენეციის კომისიის დოკუმენტი.

გიორგი მარგველაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებაზე, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში ვენეციის კომისიის რეკომენდაციები სრულად ასახული არ არის.

კომენტარები