ოკუპირებულ აფხაზეთს FIFA-ს წევრობა სურს

Dean C.K. Cox

სოხუმში კონიფას ჩემპიონატზე გამართულ პრესკონფერენციაზე FIFA-ს აგენტებმა დაგ ლარსონმა და სერგეი აზიზოვმა აღნიშნეს, რომ აფხაზეთის მარიონეტულ რეჟიმს FIFA-ს წევრობის სურვილი აქვს.

ლარსონმა აფხაზეთში მიმდინარე კონიფას ჩემპიონატი, რომელიც არაღიარებულ რესპუბლიკებს შორის ტარდება, დადებითად შეაფასა.

აღსანიშნავია, რომ ამ ჩემპიონატს FIFA-სთან არანაირი კავშირი არ აქვს.

სერგეი აზიზოვმა კი განაცხადა, რომ მარიონეტული რეჟიმი უკვე დაუკავშირდა FIFA-ს წევრობის მოთხოვნით. მისი თქმით, FIFA-ს აგენტები ამ საკითხსა და აფხაზეთის ნაკრებთან ამხანაგური მატჩების ჩატარებას განიხილავენ.

FIFA-ს განცხადება აღნიშნულ ინფორმაციაზე ჯერ არ გავრცელებულა. ნაკლებსავარაუდოა, FIFA-მ აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმი საკუთარ წევრად მიიღოს.

კომენტარები