პრემიერი: ყველაფერს გავაკეთებ, რომ არ იყოს საუბარი ვეტოს დაძლევაზე

ჩვენ შევთანხმდით ისეთ მოდელზე, რომელიც სრულ თანხვედრაში იქნება ვენეციის კომისიის მოთხოვნებთან და, ამავე დროს, გათვალისწინებული იქნება ჩვენი შენიშვნებიც. ყველაფერს გავაკეთებ, რომ უმრავლესობა დაეთანხმოს ვეტოში გამოთქმულ შენიშვნებს, აღარ იყოს საუბარი დაძლევაზე და ჩვენ ალბათ პირდაპირ მივიღებთ ამ შენიშვნებს. ვფიქრობ, ეს პრეცედენტი იქნება ძალიან კარგი მაგალითი მომავალში ასეთი კონსტრუქციული დიალოგისთვის.

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონზე პრეზიდენტის დადებულ ვეტოს გამოეხმაურა.

კომენტარები