წყალდიდობა

გერმანიაში ძლიერმა წყალდიდობამ მინიმუმ 3 ადამიანი იმსხვერპლა

DPA

გერმანიის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონში, ბადენ-ვიურთემბერგში რამდენიმედღიანი გადაუღებელი, ძლიერი წვიმების შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას მინიმუმ სამი ადამიანი ემსხვერპლა. გავრცელებული ცნობით, დაღუპულებს შორის ერთი მეხანძრეა, რომელიც მამაკაცის გადარჩენას ცდილობდა. რეგიონში დაწყებულია მასობრივი ევაკუაცია.

წყალდიდობაა გერმანიის რეგიონ ბავარიაშიც, სადაც ძლიერ წყალდიდობას ქუჩებიდან მანქანები მიაქვს, თუმცა ბავარიაში გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

სტიქიამ ორივე რეგიონში დააზიანა საცხოვრებელი სახლები და ელექტროგადამცემი ხაზები.

კომენტარები