ბესელია: უნდა დაველოდოთ ვენეციის კომისიის საბოლოო გადაწყვეტილებას

უნდა დაველოდოთ ვენეციის კომისიის საბოლოო გადაწყვეტილებას, იმიტომ, რომ ეს წინასწარი მოსაზრებაა და ამის შემდგომ ჩვენც მოგვიწევს დამატებით ინფორმაციის გაგზავნა. ანუ ჩვენ ახლა სამუშაო პროცესში ვართ ვენეციის კომისიასთან. ველოდებით პრეზიდენტის გადაწყვეტილებასაც. რა პოზიცია ექნება პრეზიდენტს - ხელს მოაწერს თუ შენიშვნებს გამოგზავნის. ასევე გვაქვს განწყობა იმისა, რომ ჯერ გავიაროთ სამუშაო პროცესში ყველა ის შენიშვნა, ვნახოთ რა საკითხებზე გააკეთებს პრეზიდენტი აქცენტს და შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილებას.

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია საკონსტიტუციო სასამართლოს კანონპროექტზე.

კომენტარები