საქართველოს მოქალაქეობა

წულუკიანი: ჩვენ ვიმუშავებთ პატრიარქის იდეის გარშემო

მინდა, კიდევ ერთხელ საჯაროდ, ჩვენს პატრიარქს ძალიან დიდი სიყვარუილი და პატივისცემა დავადასტურო. ჩვენ ვიმუშავებთ მისი იდეის გარშემო, მაგრამ აქვე აღვნიშნავთ, რომ დღესაც, ვინც კი არის საქართველოში დაბადებული, ვინც კი ყოფილა საქართველოს მოქალაქე, ან არ ყოფილა, მაგრამ საქართველოში დაიბადა, არიან ადამიანები, ვისაც საბჭოთა პასპორტი ჰქონდა და მერე არ ჰქონია დამოუკიდებელი საქართველოს პასპორტი, თუმცა ჩვენს ქვეყანაშია დაბადებული და ამ ქვეყნის შვილია. მათთვის დღეს იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს პრეზიდენტის ხელშეწყობით, პრაქტიკულად ავტომატურად ხდება ხოლმე მეორე მოქალაქეობის ანუ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება. პრაქტიკაში ჩვენ თითქმის არ გვაქვს პრობლემები. თუ საჭიროა ამ პრაქტიკის ხელშესაწყობად კანონის ლიბერალიზაცია, ეს ვერ მოხდება კონსტიტუციის ცვლილების გარეშე, რისთვისაც ქართულ ოცნებას საკმარისი ხმები არ აქვს პარლამენტში. ამიტომაც, ჩვენ დღემდე, ქართული ოცნების მთავრობა პრაქტიკაზე ვაკეთებდით აქცენტს, და ჩვენს ქართველებს, რომლებიც სიდუხჭირის თუ ბედის უკუღმართობის გამო საზღვარგარეთ აღმოჩნდნენ, პრაქტიკულად ავტომატურად იუსტიციის სამინისტრო უსაფრთხოების სამსახურის ჩართულობით და პრეზიდენტის საბოლოო ხელშეწყობით, ვანიჭებთ საკმაოდ მარტივად საქართველოს მოქალაქეობას.

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პატრიარქის ინიციატივაზე, რომ უცხოეთში მცხოვრები ქართველებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღება გამარტივდეს.

კომენტარები