საქართველოს მოქალაქეობა

ილია II: ქართული დიასპორისთვის მოქალაქეობის მიღების პროცესი უნდა გაადვილდეს

უპირველეს ყოვლისა, მე უნდა ვთქვა, რომ დიასპორა საქართველოს განუყოფელი ნაწილია. ეს უნდა გვახსოვდეს ჩვენ მკვიდრთა საქართველოისა და დიასპორაში მყოფ ქართველ ხალხს. ამიტომ დიასპორის ყოველი წევრი უნდა იყოს მოქალაქე საქართველოსი. მე მინდა, მივმართო ჩვენს ხელისუფლებას, იუსტიციის სამინისტროს, რომ გაადვილდეს ეს პროცესი მოქალაქეობის მიღებისა. მე მინდა, დავლოცო დიასპორაში მყოფი ქართველი ხალხი. დიდ საქმეს აკეთებთ თქვენ, თქვენთვისაც და სამშობლოსთვის და ჩვენ დიდად ვაფასებთ თქვენ ღვაწლს, თქვენს შრომას. უცხოეთში შექმნილია არაერთი წრე, აშენებულია არაერთი ეკლესია-ტაძარი და ფაქტიურად უცხოეთში ტაძრები ქართველ ხალხს აერთიანებს.

საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მეორე დიასპორულ პროფესიულ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა.

კომენტარები