კორცხელის ინციდენტი

თარხნიშვილი: შუალედურმა არჩევნება აჩვენა, რომ ქართული ოცნება გაკოტრებულია

შუალედურმა არჩევნებმა ანახა ის, რომ ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი არის გაკოტრებული, ეს დიდი ხანია ცნობილი იყო, მაგრამ ასევე ანახა ის, რომ ხალხი მზადაა, მხარი დაუჭიროს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას და შესაბამისად, ჩვენ სწორედ ამ ხალხთან ვაპირებთ შეხვედრას. ასე რომ არა, ჩვენ არ გვგონია, რომ ჩვენი ბოიკოტი იქნება კონტრპროდუქტიული. ჩვენი კოლეგების გამოსვლებიდან ვხედავთ, რომ ისინი არ აპირებენ რეაგირებას იმ საშინელ ფაქტებზე, რაც კორცხელში მოხდა

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ლევან თარხნიშვილი ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში 22 მაისს სოფელ კორცხელში მომხდარ ინციდენტზე. ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ საქართველოს პარლამენტს კორცხელის ინციდენტის გამო ბოიკოტი გამოუცხადა. ენმ-ის წევრების თქმით, სანამ დამნაშავეები არ დაისჯებიან, ისინი საკანონმდებლო ორგანოში არ მივლენ.

კომენტარები