26 მაისი

გიორგაძე: დღევანდელი დღე არის სტიმული და ვალდებულება, რომ განვავითაროთ ქვეყანა


გრძნობა არის ისეთი, რომ ეს მონაპოვარი არა მხოლოდ უნდა შევინარჩუნოთ ამ 25 წლის თავზე, არამედ უნდა განვავითაროთ ყველა ის სახელმწიფოებრივი ატრიბუტი, რომელიც მოვიპოვეთ ამ 25 წლის განმავლობაში. დღევანდელი დღე არის არა მხოლოდ სიხარულის, არა მხოლოდ საზეიმო დღე, არამედ არის სტიმული და ჩვენი ვალდებულება, რომ მომავალში ჩვენ განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა ყველა მიმართულებით.

კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დამოუკიდებლობის დღეზე.

კომენტარები