წელიწად-ნახევრის წინ ვიყვირე მე პირველად, რომ პარტიაში არ იყო კარგად მდგომარეობა და ადგილებზეც გავედით ჩვენ რეგიონებში. მას შემდეგ ჩვენ ვიყავით მოლოდინის რეჟიმში - ხვალ იქნება, ზეგ იქნება და ა.შ. ყრილობამაც, სამწუხაროდ, მე გამიცრუა იმედი, მით უმეტეს, პოლიტსაბჭოს ახალმა შემომატებულმა წევრებმა, რომლებმაც საოცარი სიურპრიზი მოგვიტანეს. ამიტომაც ისინი კი ვერ გამიშვებენ მე, მე ვიქნები თუ არა მათთან - ეს არის უკვე საკითხავი. არ გამოვრიცხავ, რომ წავიდე... ვერავის დავუთმობ ამ ქვეყანას, ამიტომ, სადაც არ უნდა ვიყო, ვიბრძოლებ "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ... არც არაფერი არ მწყინს, უბრალოდ, ქართულ ოცნებას თუ დაამარცხებს, ისევ ქართული ოცნება და ამათ ისე მიჰყავთ საქმე, არ მინდა მე, ეს მოხდეს. მე ვერავის ვერ დავუთმობ ამ ქვეყანას, მით უმეტეს, იმ უკეთურ ძალას, რომელიც ცხრა წლის განმავლობაში არბევდა ამ ქვეყანას. არ არის გამორიცხული, მიხილოთ თამაზ მეჭიაურის გუნდში. შეიძლება, კი, იმიტომ, რომ მე ვარ არაკოჰაბიტირებული ძალა. ამიტომაც მე ვარ იმ ფუნდამენტურ საფუძვლებთან კვლავ ერთობაში, რომელიც, თავის დროზე, გამოაცხადა ქართულმა ოცნებამ... კონტურები უკვე გამოკვეთილია და არ არის გამორიცხული, დღეს ან ხვალ ეს გადაწყვეტილება მივიღო. არ მინდა, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგი წავიდე, მე ვარ ბიძინა ივანიშვილის ერთგული, ისევე როგორც სამშობლოს ერთგული და ვრჩები ამად.
tbl.ge/1piu
დაკოპირდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ომარ ნიშნიანიძე.
ამავე თემაზე
- კირცხალია: ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მათ ბინძურ სცენარებს
- წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ [ივანიშვილის] შექება მოგვერიდოს
- შემაშფოთებელია საქართველოს რუსეთის და ირანის მოკავშირედ წარმოჩენა – პაპუაშვილი ალიანსზე
- კობახიძე: ივანიშვილს ხალხის ნდობით საკუთარი პირადი ინტერესებისათვის არასოდეს უსარგებლია
- ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის როლი ფასდაუდებელია – კობახიძის ბრიფინგი




