მკვლელობა საოკუპაციო ხაზთან

კელი ხურჩაში მკვლელობაზე: ვინც ეს ჩაიდინა, პასუხი უნდა აგოს მომხდარზე

ეს იყო ცივსისხლიანი მკვლელობა. ჩვენ გვსურს ვიხილოთ გამოძიება ამ ფაქტზე და ასევე, ვიხილოთ, ის პირები, ვინც ეს ჩაიდინეს და მათ პასუხი უნდა აგონ მომხდარზე. ეს ფაქტი ხაზს უსვამს იმ საჭიროებას, რომ უნდა არსებობდეს ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრების ირგვლივ დიალოგი. ვგულისხმობ ინციდენტებისა და მათზე რეაგირების მექანიზმის განახლებას. ეს პროცესი 4 წელია შეჩერებულია და დაუყოვნებლივ უნდა აღდგეს.

აშშ-ის ელჩი იან კელი ხურჩაში, საოკუპაციო ხაზთან, ე.წ. მესაზღვრის მიერ ქართველი გიგა ოთხოზურიას მკვლელობაზე.

კომენტარები