თავისუფალი მედია

ივანიშვილი: დღეს ყველა ტელევიზია არის თავისუფალი, გარდა რუსთავი ორისა

რუსთავი ორი არის ერთადერთი ტელევიზია, რომელიც არის დამოკიდებული. სხვა მედია არის თავისუფალი დღეს. ერთადერთი არათავისუფალი მედია დღეს გახლავთ რუსთავი ორი... ტაბულაც იქა ხართ, რა თქმა უნდა, მაგრამ თქვენ არა ხართ იმდენად დიდი, რომ თქვენზე ყურადღება გადმოვიტანო. პატარები ხართ ძალიან. როდესაც დამოუკიდებელ მედიაზეა საუბარი, დღეს ყველა ტელევიზია არის თავისუფალი, გარდა რუსთავი ორისა. რუსთავი ორი გახლავთ სააგიტაციო ტელევიზია ნაციონალების და ღმერთმა მოგახმაროთ, ასეთიც უნდა იყოს. კარგად იყავით ერთად შეხმატკბილებული.

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროექტის პრეზენტაციის შემდეგ.

კომენტარები