თავისუფალი მედია

ხიდაშელი: ხელისუფლება ზუსტად იმიტომ შეიცვალა, რომ თავისუფალი მედიაგარემო არ იყო

საქართველოში ხელისუფლება ზუსტად იმიტომ შეიცვალა 2012 წლის ოქტომბერში, რომ თავისუფალი მედიაგარემო არ არსებობდა და ძალიან პატარა მბჟუტავი გამონაკლისების გარდა, ის იყო აბსოლუტურად მონოპოლიზირებული ერთი პოლიტიკური კლასის მიერ. ისევე როგორც, არ არსებობდა ქვეყანაში სასამართლო. რაც შეხება არჩევნებს, ამ წუთის მდგომარეობით, ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში, ორი არჩევნები ჩატარდა, ორივეს შესახებ შეფასებები და დასკვნები დევს. მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ, ჩვენ სრულ მზადყოფნაში ვართ, რა თქმა უნდა, იმისთვის, რომ ეს სტანდარტი კიდევ უფრო მეტად გავაუმჯობესოთ.

თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ევროკავშირის განცხადებაზე. EU მოუწოდებს სახელმწიფო ინსტიტუტებსა და პოლიტიკურ ფიგურებს, თავი შეიკავონ იმ ნაბიჯებისა და განცხადებებისგან, რასაც შეუძლია, გაზარდოს დაძაბულობა და ხელი შეუწყოს პოლარიზაციას ქვეყანაში. ევროკავშირის განცხადებითვე, მნიშვნელოვანი მედიასაშუალების საქმიანობის შეზღუდვას ან მისთვის ზიანის მიყენებას შეუძლია დემოკრატიული პროცესის შესუსტება, განსაკუთრებით 2016 წლის ოქტომბრის არჩევნების ჩატარების კუთხით.

კომენტარები