თავისუფალი მედია

ზაქარეიშვილი EU-ზე: იტყვიან, რომ ყველაფერი წესრიგშია მედიასთან მიმართებით

[ევროკავშირის განცხადება] შემაშფოთებელი არ არის, პირიქით, კარგი განცხადებაა. ისინი თვალყურს ადევნებენ და დარწმუნებული ვარ, თვალყურის დევნების შემდეგ იტყვიან, რომ საქართველოში ყველაფერი წესრიგშია მედიასთან დაკავშირებით.

სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი ევროკავშირის განცხადებაზე. ცნობისთვის, EU მოუწოდებს სახელმწიფო ინსტიტუტებსა და პოლიტიკურ ფიგურებს, თავი შეიკავონ იმ ნაბიჯებისა და განცხადებებისგან, რასაც შეუძლია, გაზარდოს დაძაბულობა და ხელი შეუწყოს პოლარიზაციას ქვეყანაში. ევროკავშირის განცხადებითვე, მნიშვნელოვანი მედიასაშუალების საქმიანობის შეზღუდვას ან მისთვის ზიანის მიყენებას შეუძლია დემოკრატიული პროცესის შესუსტება, განსაკუთრებით 2016 წლის ოქტომბრის არჩევნების ჩატარების კუთხით.

კომენტარები