შუალედური არჩევნები

კალაძე კორცხელის ინციდენტზე: დამნაშავე კანონის წინაშე აგებს პასუხს

დამნაშავემ უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე. ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში უნდა დავასრულოთ პოლიტიკოსების, ერთმანეთის მიმართ მუშტით ანგარიშსწორება. ეს ჩვენ ყველამ უნდა ჩავაბაროთ წარსულს. საქართველოში პოლიტიკა უნდა გადავიყვანოთ ახალ, თანამედროვე საფეხურზე. მოკვლევა და იდენტიფიცირება დაწყებულია, ყველა ადამიანი კანონის წინაშე აგებს პასუხს. როგორც გიგა ბოკერიას, მელიას ახლდათ თავიანთი ხმარდამჭერები, ისე ახლდა ქართულ ოცნებასაც. ეს საარჩევნო პროცესში ნორმალურია - ხდება მხარდამჭერების მობილიზება, გამხნევება, ეს სიახლე არ არის. თუმცა, ფაქტი, რომელიც მოხდა, პირადად ჩემთვის და ქართული ოცნებისთვის კატეგორიულად მიუღებელია. ზოგადად, ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას ხელს უშლის.

ვიცეპრემიერი კახა კალაძე სოფელ კორცხელში გუშინ, 22 მაისს მომხდარ ინციდენტზე ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროექტის პრეზენტაციაზე საუბრობს.

კომენტარები