შუალედური არჩევნები

ენმ: კორცხელში ხელჩართული ომია, პასუხისმგებლობას ვაკისრებთ მთავრობას

ირმა ნადირაშვილი
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, ზუგდიდში, სოფელ კორცხელში ხმაური და დაპირისპირებაა. საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე მიმდინარე მოვლენების შესახებ ენმ-ის წევრი ირმა ნადირეშვილი წერს. მისი ცნობით, თბილისიდან ჩაყვანილი მოჭიდავეები და რაგბისტები რკინის დუბინკებით და კასტეტებით შეიარაღებულები უსწორდებოდნენ ადამიანებს.

"კორცხელში დაძაბულობაა და ხელჩართული ომი. პოლიცია არაა პერიმეტრზე. მთელს პასუხისმგებლობას, რაც აქ მოხდება ვაკისრებთ მთავრობას. ქართულმა ოცნებამ დილიდან აქ ზონდერების კონცენტრაცია მოახდინა," - ამბობს ნადირაშვილი.

მისი შეფასებით, "ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ კორცხელში არჩევნებს ნაციონალური მოძრაობა იგებს".

აღსანიშნავია, რომ სპორტსმენების ჯგუფი რუსთავი ორმა ზუგდიდში, ბოტანიკურ ბაღში დააფიქსირა. ამის შემდეგ კი, ისინი საარჩევნო უბანზე ნახეს. ისინი კამერას გაურბოდნენ და ამბობდნენ, რომ ტურისტები არიან და გასართობად ჩამოვიდნენ.

კომენტარები