მკვლელობა საოკუპაციო ხაზთან

ზაქარეიშვილი: ეს იყო ერთჯერადი მკვლელობა და არა სისტემური, როგორც ენმ-ს დროს

ეს არის საშინელი მკვლელობა. ეს არის სისხლის სამართლის უდიდესი დანაშაული, მაგრამ ქვეყანაში მდგომარეობა მძიმე არ არის არანაირად. ჩვენდა სამწუხაროდ და ჩვენდა საუბედუროდ, მოხდა გამონაკლისი მკვლელობა, ეს არ არის სისტემური ხასიათის, რაც იყო ნაციონალური მოძრაობის დროს, მას არ აქვს განგრძობითი... არ მეორდება ამ ტიპის ღონისძიებები. ეს არის ერთჯერადი და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს იყოს ერთადერთი.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ხურჩასი, ე.წ რუსი მესაზღვრის მიერ გიგა ოთხოზურიას მკვლელობაზე.

კომენტარები