მკვლელობა საოკუპაციო ხაზთან

იმოქმედე მშვიდობისთვის, შეაჩერე რუსეთი - ხვალ, კანცელარიასთან აქცია გაიმართება

დაიცავი თავისუფლება

ხვალ, 16:00-ზე, საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან გიგა ოთხოზორიას მკვლელობას გააპროტესტებენ. აქციის - „იმოქმედე მშვიდობისთვის - შეაჩერე რუსეთი" - ორგანიზატორია პლატფორმა „დაიცავი თავისუფლება". აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან მოითხოვენ, საოკუპაციო ზოლის გასწვრივ უსაფრთხოებისთვის საჭირო ძალების მობილიზებას. ასევე, საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდაციასა და მათ სასწრაფო ინფორმირებას.

"რუსულმა საოკუპაციო არმიამ საქართველოს მორიგი მოქალაქე იმსხვერპლა - ჯარისკაცებმა თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გიგა ოთხოზორია ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.

საქართველოს ხელისუფლების არაადეკვატურობის, უყურადღებობის, რუსეთთან ყველაფრის დათმობისა და უსაფრთხოების სისტემის შესუსტების შედეგად, ოკუპანტი კიდევ უფრო გათავხედდა, რაც მომხდარ ტრაგედიაზე რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცინიკურმა განცხადებამაც დაადასტურა.

საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, დაიცვას ქართველების უსაფრთხოება მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე" - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

კომენტარები