უკრაინა

რადასთან უკრაინელი ნაციონალისტების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

Reuters

უკრაინის პარლამენტის შენობასთან უკრაინელი ნაციონალისტების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. რადასთან სამოქალაქო კორპუსისა და „აზოვის" ბატალიონის ათასობით წარმომადგენელია შეკრებილი. დემონსტრანტები რადას კვამლგამშვებ ყუმბარებს ესვრიან, პარლამენტის შენობა კვამლშია გახვეული.

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, დეპუტატებმა არ დაუშვან აღმოსავლეთ უკრაინაში არჩევნების ჩატარება მანამ, სანამ დონეცკისა და ლუგანსკის დეოკუპაცია არ მოხდება და უკრაინა სახელმწიფო საზღვარზე კონტროლს არ აღადგენს.

არჩევნები დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებულმა მმართველებმა 2016 წლის 24 ივლისისთვის დაგეგმეს.

კომენტარები