პრეზიდენტი საკონსტიტუციოზე: ვფიქრობ, მივიდე და ჩემით წამოვიღო კანონპროექტი

საკონსტიტუციო სასამართლოს კანონთან დაკავირებით ამ ეტაპზე შენიშვნები პროცესზე და პროცედურებზეა. პოლიტიკურად აბსოლუტურად გაუმართლებელი იყო ამ პროცესის ასე სწრაფად წარმართვა ისეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტების გარეშე, როგორიცაა ვენეციის კომისია და როგორიცაა თვითონ საკონსტიტუციო სასამართლო, რომელსაც, ალბათ, ჭკუა უნდა ვკითხოთ, როდესაც მათ კონსტიტუციურ სტატუსზე ვლაპარაკობთ. სხვა დეტალებზე ამ ეტაპზე ვერაფერს ვიტყვი, რადგან მე კანონპროექტი ამ დრომდე არ მიმიღია. ვფიქრობ კიდეც, ქუთაისში მივაკითხო პარლამენტს და ჩემით წამოვიღო კანონპროექტი იმისათვის, რომ დეტალურად ვისაუბრო იმაზე, თუ რა სირთულეებია თვითონ კანონში.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში მიღებულ ცვლილებებზე.

კომენტარები